суббота, 30 ноября 2019 г.

სისტემური ბლოკის კომპონენტები, ინფორმაციის შემტანი და გამომტანი მოწყობილობები, სამუშაო მაგიდის პოქტოგრამები, ამოცანათა პანელი.



четверг, 30 марта 2017 г.

თანამედროვე ტექნოლოგიები დღევანდელ ყოფაცხოვრებაში.

პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება
თანამედროვე ტექნოლოგიები დღევანდელ ყოფაცხოვრებაში.
პროექტის მთავარი იდეა
თანამედროვე ტექნოლოგიები და მათი საჭიროება ყოველდღიურ  ცხოვრებაში.
პროექტის აქტუალობა
ერთის მხრივ თანამედროვე ტექნოლოგიები  მეტად საჭიროა დღევანდელ ცხოვრებაში, ხოლო მეორეს მხრივ დიდ ზიანს აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას.
პროექტის მიზნები
 მოსწავლეებს გავაცნო თანამედროვე ტექნოლოგიების  გამოყენების აუცილებლობასა  და საჭიროებას . გამოკითხვის საფუძველზე დაადგინონ , რომელი  თანამედროვე ტექნოლოგიებს გამოიყენებენ მოსწავლეები ყველაზე ხშირად, დაადგინონ რომელი მათგანი  სარგებლობს  პოპულარობით. გამოიკვლიონ რომელ სფეროებში გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები. ინტერნეტში მოიძიონ ინფორმაცია თუ რა ზიანს აყენებენ ადამიანის ჯანმრთელობას და რამდენად ინფორმირებულები არიან ამის შესახებ მოსწავლეები.

четверг, 23 марта 2017 г.

ფორმულის ჩასმა ექსელის ცხრილში

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის მთავარი თემა
ელ.ცხრილები. როგორ ჩავწეროთ უჯრაში ფორმულები.
გამოვთვალოთ სწრაფად-ფორმულების გავრცელება
სწავლების საფეხური
საბაზო საფეხური , VI2კლასი
მოსწავლეთა პროფილი
23 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
ელექტრონულ ცხრილის  გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • აღწერს და აყალიბებს ციფრული მასალის სტრუქტურას; შეარჩევს მიზნის შესაფერის სტრუქტურას და ამ სტრუქტურის შესაფერის ციფრულ საშუალებებს (მაგალითად: დინამიური ცხრილისათვის, რომელიც შეიცავს ურთიერთდამოკიდებულ მონაცემებს - იყენებს ელექტრონულ ცხრილს, ჩვეულებრივი ტექსტის დასამუშავებლად - მარტივ ტექსტურ რედაქტორს);
  • აფასებს ციფრული საშუალებების შესაძლებლობებს და ადეკვატურად შეარჩევს ციფრულ საშუალებებს ცნებების, ობიექტების და პროცესების გამოსახვისას;