четверг, 30 марта 2017 г.

თანამედროვე ტექნოლოგიები დღევანდელ ყოფაცხოვრებაში.

პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება
თანამედროვე ტექნოლოგიები დღევანდელ ყოფაცხოვრებაში.
პროექტის მთავარი იდეა
თანამედროვე ტექნოლოგიები და მათი საჭიროება ყოველდღიურ  ცხოვრებაში.
პროექტის აქტუალობა
ერთის მხრივ თანამედროვე ტექნოლოგიები  მეტად საჭიროა დღევანდელ ცხოვრებაში, ხოლო მეორეს მხრივ დიდ ზიანს აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას.
პროექტის მიზნები
 მოსწავლეებს გავაცნო თანამედროვე ტექნოლოგიების  გამოყენების აუცილებლობასა  და საჭიროებას . გამოკითხვის საფუძველზე დაადგინონ , რომელი  თანამედროვე ტექნოლოგიებს გამოიყენებენ მოსწავლეები ყველაზე ხშირად, დაადგინონ რომელი მათგანი  სარგებლობს  პოპულარობით. გამოიკვლიონ რომელ სფეროებში გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები. ინტერნეტში მოიძიონ ინფორმაცია თუ რა ზიანს აყენებენ ადამიანის ჯანმრთელობას და რამდენად ინფორმირებულები არიან ამის შესახებ მოსწავლეები.
მონაწილეთა ასაკი
11-15
ვადები/ხანგრძლივობა
2 თვე
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიების როლს ყოფაცხოვრებაში. ეცოდინებათ რომელია პოპულარული. წარმოადგენენ პრეზენტაციებს, შექმნიან ბლოგს შექმნილი მასალების მიხედვით.ეცოდინებათ რა უარყოფითი აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებ
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები
კომპიუტერი, ინტერნეტი, მაღაზია-დაწესებულებები, სურათები, ვიდეომასალა, პროექტორი
პროექტის მსვლელობა
მოსწავლეებს გავაცნობ იდეას, დავყოფ  ჯგუფებად, რომლებიც ჩაატარებენ გამოკითხვას სკოლის მასშტაბით თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ . მოპოვებულ ინფორმაციას შეაჯერებენ და დაადგენენ თუ რომელი ტექნიკაა უფრო მოთხოვნადი და გაყიდვადი. აგრეთვე ინტერნეტში მოიძიებენ ინფორმაციას ტექნიკის  მავნებლობის შესახებ და გამოკითხვის საფუძველზე დაადგენენ თუ რამდენად არიან ინფორმირებულები მოსწავლეების ამის შესახებ,  ითვალისწინებენ თუ არა არსებულ რეკომენდაციებს.  
თითოეული ჯგუფი წარმოადგენს პრეზენტაციას მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე.
საგნებთან კავშირი
ისტ
პროექტის ხელმძღვანელი
ნინო თავაძე, ნანა ლომიძე  
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა
პროექტის ბლოგი
tanamedrove teqnologiebi.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий