четверг, 23 марта 2017 г.

ფორმულის ჩასმა ექსელის ცხრილში

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის მთავარი თემა
ელ.ცხრილები. როგორ ჩავწეროთ უჯრაში ფორმულები.
გამოვთვალოთ სწრაფად-ფორმულების გავრცელება
სწავლების საფეხური
საბაზო საფეხური , VI2კლასი
მოსწავლეთა პროფილი
23 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
ელექტრონულ ცხრილის  გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • აღწერს და აყალიბებს ციფრული მასალის სტრუქტურას; შეარჩევს მიზნის შესაფერის სტრუქტურას და ამ სტრუქტურის შესაფერის ციფრულ საშუალებებს (მაგალითად: დინამიური ცხრილისათვის, რომელიც შეიცავს ურთიერთდამოკიდებულ მონაცემებს - იყენებს ელექტრონულ ცხრილს, ჩვეულებრივი ტექსტის დასამუშავებლად - მარტივ ტექსტურ რედაქტორს);
  • აფასებს ციფრული საშუალებების შესაძლებლობებს და ადეკვატურად შეარჩევს ციფრულ საშუალებებს ცნებების, ობიექტების და პროცესების გამოსახვისას;
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან Excel პროგრამაში ცრილების შექმნა, უჯრის მისამართი. იციან უჯრის, სვეტების, სტრიქონების, ფურცლის  და უჯრების დიაპაზონის მონიშვნა. უჯრაში მონაცემის შეტანა. უჯრაში ჩაწერილი მონაცემის რედაქტირება.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის საშუალებებით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
25 კომპიუტერი, პროექტორი,დაფა, მარკერი, ფერადი სტიკერები
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
საორგანიზაციო საკითხები-2 წთ
Aფაზა (გამოწვევა)- 5წთ
 
მასწავლებალი წარადგენს ამოცანას და უსვამს შეკითხვებს ამოცანის ირგვლივ, მოსწავლეთა პროვოცირებისათვის. თავაზობს ამოცანის გადაწყვეტისთვის ექსელის ცხრილის გამოყენებას.

B ფაზა (შინაარსის რეალიზაცია)-32წთ
  მასწავლებელი პროექტორის გამოყენებით აჩვენებს  პრეზენტაციას. აცნობს  ახალ  თემას, მისი გამოყენების სფეროებს და აუცილებლობას, სლაიდების გამოყენებით უხსნის ბავშვებს ცხრილის გამოყენების მეთოდებსა და ხერხებს. სლაიდებს შორის მოსწავლეებს დაავალებს  რა წინარე ცოდნის გამოყენებით შექმნან სლაიდზე ნაჩვენები ცხრილი და შეიტანონ მონაცემები. სწავლა კეთებით მეთოდის გამოყენებით სლაიდებს შორის მოსწავლეები მუშაობენ ახალ მასალაზე.
  აღნიშნული მასალის დასრულების შემდეგ მასწავლებელი მისცემს საკლასო დავალებას ინდივიდუალურად სამი ფერის სტიკერების გამოყენებით. ერნაირი ფერის სტიკერებზე დაწერილი იქნება ერთი და იგივე ამოცანა. სტიკერები დარიგდება ფერების მონაცვლეობით რათა მოსწავლეებმა არ ისარგებლონ ერთმანეთის ნამუშევრიდან. ასევე მოეთხოვებათ შექმნან საკუთარი საქაღალდე (ან ისარგებლონ უკვე შექმნილით) და აღნიშნული დოკუმენტი შეინახენ მასში.

C-ფაზა (გამთლიანება)-6წთ
მასწავლებელი  დავალების დასრულების შემთხვევაში ამოწმებს ინდივიდუალურად და იქვე აძლევს განმავითარებელ შეფასებას. გაკვეთილის ბოლოს ახდენს დავალების შეჯამებას, აკეთებს დასკვნებს, აწყობს დებრიფინგს: რა ვისწავლეთ,  რაში გამოგვადგება ეს კომპეტენციები და აფასებს მოსწავლეებს. აძლევს საშინაო დავალებას 139 გვ._ზე




1 комментарий:

  1. Casinos in the UK - How to find good games - GrizzGo
    So, what do we mean by “casinos in septcasino the UK”? to gri-go.com find a casino and kadangpintar live casino games on a mobile herzamanindir.com/ phone device in wooricasinos.info 2021.

    ОтветитьУдалить